суббота, 23 апреля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია


" პროექტებით სწავლება" საკმაოდ საინტერესო ტრენინგია.ტრენინგზე საუბარი დავიწყეთ 21-ე საუკუნისთვის  საჭირო იმ უნარ -ჩვევებით ,რომლებიც აუცილებელია მასწავლებელმა განუვითაროს მოსწავლეს,რომ სწავლება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებით მოხდეს  .
 ტრენერთან ერთად ჩამოვაყალიბე ის მიზნები ,უნარ-ჩვევები ,რომლებიც ამ პროექტით ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს.გავეცანი ინსტრუქციას,თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტი,შევქმენი პორტფოლიო,სადაც განვათავსე სხვადასხვა ფაილი საჭიროებიდან გამომდინარე.გავეცანი  პროექტის მახასიატებელ ჩეკლისტს,გამოცემის მომზადების ჩეკლისტს,ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონს.ვნახე სხვადასხვა სასწავლო პროექტის ნიმუში,
 მოვიფიქრე ჩემი სასწავლო პროექტის სათაური ,განვიხილე ის მიზნები და ამოცანები ,რომლებზეც იქნება დაფუძნებული ეს პროექტი.
   გავიხსენე  ფოსტისა და ბლოგის საჭიროებისამებრ გამოყენება.