суббота, 28 мая 2016 г.

            28.05.2016 წელი- ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

 დღე დავიწყეთ შესრულებული სამუშაოების შემოწმებით:ტრენერმა გადახედა თითოეული მასწავლებლის  პორტფოლიოს ,გვქონდა თუ არა სრულყოფილი პროექტის გეგმა,მოსწავლის შეფასების ცხრილი, პროექტის პრეზენტაცია.მოგვცა შესწორებები და მითითებები,რა იყო კარგი და რა ცუდი.
გავეცანით მეოთხე მოდულს-სასწავლო ნიმუშების შექმნას.რესურსსებში ვნახეთ შესაბამისი ნიმუშები.ვიმუშავეთ ბლოგზე,ინტერნეტში მოვიძიეთ ჩვენ-ჩვენი პროექტისათვის საჭირო კლიპარტები და სურათები.
დავიწყეტ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე,რა სახის შეიძლება იყოს იგი:პრეზენტაცია თუ შაბლონი.
საშინაო დავალებად მოგვეცა მომდევნო გაკვეთილზე წარმოვადგინოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია-იმერული ყველის წარმოება ,ტავისივე შეფასების სქემით.

суббота, 14 мая 2016 г.

                                      მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე----წავიკითხე და ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა.დავათვალიერე სტანდარტი ,ამოვარჩიე ჩემი პროექტისთვის სასურველი მიზნები.მოვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ და  შეფასების სხვადასხვა მეთოდები.

ტრენინგის მეოთხე დღე----ვისწავლე ბუკლეტის შაბლონისა და პრეზენტაციის შაბლონის დამზადება.შევქმენი "ვ-მ-ვ"ცხრილი ჩემი პროექტისთვის.

ტრენინგის მეხუთე დღე------განვიხილეთ მოდული 3.ვისაუბრეთ კავშირებზე.ინტერნეტკავშირებზე მსოფლიოსთან,გავიგე როგორ გამოვიყენო ინტერნეტი კვლევისთვის,ვიმუშავე ბლოგზე,დრაივზე,შევქმენი გამოკითხვის ფორმები ,გადავუგზავნე კოლეგებს და მივიღე უკუკავშირიც.