понедельник, 6 июня 2016 г.

ინტელის პროექტი

ყველის წარმოება საქართველოში


                                                კურსის რეფლექსია
განსაკუთრებული,შრომატევადი და საინტერესო იყო მე-9 დღე.
დღე დავიწყეთ პროექტებისთვის შექმნილი მასალების დასრულებით.
ვისწავლეთ როგორ განვათავსოთ ჩვენი შექმნილი მასალა შესაბამისს საქაღალდეებში:შექმნილი ბროშურა -კურსის რესურსში,მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია -მოსწავლის ნიმუშში და ასე შემდეგ.
გმაილის დისკზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, რაც მთავარია თითოეული ჩვენგანის ცხრადღიანი ნაშრომი გამოვაქვეყნეთ.
ტრენინგზე მიღებული ცოდნას  აუცილებლად დავნერგავ სწავლის პროცესში,რამეთუ კვლევებზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის მრავალმხრივი  განათლების მიმცემია.ამასთანავე,მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში,მოსწონთ ახლის ძიება,შემოქმედებითად უდგებიან საკითხს,მიღებულ ცოდნას კი  პრაქტიკასი ახორციელებენ.
მადლობა განათლების სამინისტროს,ბატონ ტრენერს ასეთი საინტერესო  და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.

суббота, 28 мая 2016 г.

            28.05.2016 წელი- ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

 დღე დავიწყეთ შესრულებული სამუშაოების შემოწმებით:ტრენერმა გადახედა თითოეული მასწავლებლის  პორტფოლიოს ,გვქონდა თუ არა სრულყოფილი პროექტის გეგმა,მოსწავლის შეფასების ცხრილი, პროექტის პრეზენტაცია.მოგვცა შესწორებები და მითითებები,რა იყო კარგი და რა ცუდი.
გავეცანით მეოთხე მოდულს-სასწავლო ნიმუშების შექმნას.რესურსსებში ვნახეთ შესაბამისი ნიმუშები.ვიმუშავეთ ბლოგზე,ინტერნეტში მოვიძიეთ ჩვენ-ჩვენი პროექტისათვის საჭირო კლიპარტები და სურათები.
დავიწყეტ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე,რა სახის შეიძლება იყოს იგი:პრეზენტაცია თუ შაბლონი.
საშინაო დავალებად მოგვეცა მომდევნო გაკვეთილზე წარმოვადგინოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია-იმერული ყველის წარმოება ,ტავისივე შეფასების სქემით.

суббота, 14 мая 2016 г.

                                      მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე----წავიკითხე და ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა.დავათვალიერე სტანდარტი ,ამოვარჩიე ჩემი პროექტისთვის სასურველი მიზნები.მოვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ და  შეფასების სხვადასხვა მეთოდები.

ტრენინგის მეოთხე დღე----ვისწავლე ბუკლეტის შაბლონისა და პრეზენტაციის შაბლონის დამზადება.შევქმენი "ვ-მ-ვ"ცხრილი ჩემი პროექტისთვის.

ტრენინგის მეხუთე დღე------განვიხილეთ მოდული 3.ვისაუბრეთ კავშირებზე.ინტერნეტკავშირებზე მსოფლიოსთან,გავიგე როგორ გამოვიყენო ინტერნეტი კვლევისთვის,ვიმუშავე ბლოგზე,დრაივზე,შევქმენი გამოკითხვის ფორმები ,გადავუგზავნე კოლეგებს და მივიღე უკუკავშირიც.

суббота, 23 апреля 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია


" პროექტებით სწავლება" საკმაოდ საინტერესო ტრენინგია.ტრენინგზე საუბარი დავიწყეთ 21-ე საუკუნისთვის  საჭირო იმ უნარ -ჩვევებით ,რომლებიც აუცილებელია მასწავლებელმა განუვითაროს მოსწავლეს,რომ სწავლება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებით მოხდეს  .
 ტრენერთან ერთად ჩამოვაყალიბე ის მიზნები ,უნარ-ჩვევები ,რომლებიც ამ პროექტით ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს.გავეცანი ინსტრუქციას,თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტი,შევქმენი პორტფოლიო,სადაც განვათავსე სხვადასხვა ფაილი საჭიროებიდან გამომდინარე.გავეცანი  პროექტის მახასიატებელ ჩეკლისტს,გამოცემის მომზადების ჩეკლისტს,ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონს.ვნახე სხვადასხვა სასწავლო პროექტის ნიმუში,
 მოვიფიქრე ჩემი სასწავლო პროექტის სათაური ,განვიხილე ის მიზნები და ამოცანები ,რომლებზეც იქნება დაფუძნებული ეს პროექტი.
   გავიხსენე  ფოსტისა და ბლოგის საჭიროებისამებრ გამოყენება.